Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ელისი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს. ელისი ბაზარზე წარმოდგენილია 3 ფილიალით, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით. ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება მოლარე-ოპერატორი.

ანაზღაურება სრული განაკვეთი: 1400 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით)
ასევე განიხილება გრაფიკი ნახევარ განაკვეთზე (შეთანხმებით)
სამუშაო ადგილები: ქ.თბილისი, მუხიანი, გობრონიძის N15ა

ბენეფიტები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება (გამოცდილების გარეშე კადრებისთვის)
** კარიერული წინსვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** თანხის კონტროლო.

მოთხოვნები:

** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე; 599580875.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე