|
დასახელება:
იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორ კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება და მოწოდებული ხელშეკრულებების სამართლებრივი კუთხით გამართულობის უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტისათვის ხშირად გამოყენებადი და აუცილებელი დოკუმენტაციების შაბლონების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** სტუდენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით;
** უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მაისი.
|
|
|
|