Робота для біженців з України
მორიგე ადმინისტრატორი, აუზის კომპლექსის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ადმინისტრატორი, აუზის კომპლექსის მენეჯერი
მომწოდებელი: POOL & MORE TERRACE
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"POOL & MORE TERRACE" აცხადებს ვაკანსიას საცურაო აუზის კომპლექსის მორიგე ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ტიპი: სეზონური
სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00
მორიგეობა განხორციელდება დღეგამოშვებით ან ყოველდღიურად -2 ადმინისტრატორის ცვლაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება
** კომპლექსით სარგებლობის წესების გაცნობა
** სტუმრების რეგისტრაცია და აღრიცხვა
** ვიზიტის საფასურის მიღება
** ადმინისტრაციისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსთან ერთად გთხოვთ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: infonoki2@gmail.com

განაცხადების მიღება მიმდინარეობს მაისის ბოლომდე.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება წინასწარი გასაუბრება.

------------------------------------------------------------------------

"POOL & MORE TERRACE" აცხადებს ვაკანსიას საცურაო აუზის კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ტიპი: სეზონური
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10:00-20:00
დასვენება: კვირაში 1 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** აუზის კომპლექსის თანამშრომლების კოორდინაცია, მართვა და კონტროლი
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და ეფექტური მართვა
** ღონისძიებების დაგეგმვა და რეკლამირება
** ივენთების, კორპორატიული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება
** პოტენციური პარტნიორებისა და დამკვეთების მოძიება, კომუნიკაცია და ინფორმირება
** მომხმარებლებისთვის სხვადასხვა მომსახურების პაკეტების მომზადება და შეთავაზება
** მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დეტალების შეთანხმება
** კომპლექსის წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მართვა
** ადმინისტრაციისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის მიხედვით და გათვალისწინებულია შემოსავლის ზრდის პერსპექტივა.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსთან ერთად გთხოვთ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: infonoki2@gmail.com

განაცხადების მიღება მიმდინარეობს მაისის ბოლომდე.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება წინასწარი გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე