Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723390&print=yes&view=jobs
 
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე.

იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაოს აღწერა:

** V კლასები;
** კვირაში 10 საათი;
** მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** პედაგოგიური გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარება.
** საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** თავაზიანი;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი)
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ასლი;
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი.
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია