Робота для біженців з України
ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

ჩვენი ვებსაიტი - https://welt.ge/

"ველტი" ახორციელებს ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.

კომპანია Welt-ი აცხადებს ვაკანსიას ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირება და განვითარება (მაგ.: ქვაბები, ჩილერები, ფანკოილები, VRF სისტემები, ჰაერსატარები, ვენტილატორები, მილები, ფიტინგები, ავტომატიკა და აქსესუარები)
** ტექნიკური სპეციფიკაციების და პროდუქტის შესაბამისობის შეფასება
** მომწოდებლების შერჩევა, კონტრაქტების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა და კონკურენტული ანალიზი
** გაყიდვების, მარჟებისა და მარაგების ანალიზი
** მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების ოპტიმალური დაგეგმვა
** საინჟინრო და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** პროექტებზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში)
** ბაზრის ტენდენციების, ახალი ტექნოლოგიებისა და რეგულაციების მონიტორინგი
** პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა (datasheet, catalog, certificates)
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, აქციები)
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HVAC მიმართულებით
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშ-პარ. 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: კ. სტანისლავსკის 1
მივლინება: საერთაშორისო გამოფენები, წელიწადში 1 ან 2

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე