Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723354&print=yes&view=jobs
 
დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Orion Group
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
დეველოპერული კომპანია "შპს ორიონ ჯგუფი" (Orion Group) აცხადებს ვაკანსიას დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ვაკეში მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ე).

ვეძებთ მოტივირებულ, თავაზიან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კადრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპლექსის მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და წესრიგს.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ (24-საათიანი ცვლა / 72 საათი დასვენება).
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი (CCTV) და უსაფრთხოების კონტროლი;
** კომპლექსის ტერიტორიაზე უცხო პირთა და ავტომობილების გადაადგილების რეგულირება;
** კომპლექსის შიდა განაწესის, სიმშვიდისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კონსიერჟის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა მაცხოვრებლების კომფორტისთვის;
** საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირება და ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე (პრემიუმ კლასის კორპუსებში, სასტუმროებში ან ბიზნეს ცენტრებში) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული და ინგლისური ენების საბაზისო (სასაუბრო) დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უნარი (კლიენტსერვისის ძირითადი პრინციპების ცოდნა);
** სტრესულ გარემოში სწრაფი ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს.

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: irakli@oriongroup.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დაცვის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია