Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723327&print=yes&view=jobs
 
პრომო-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო-კონსულტანტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.

ანაზღაურება: 1000/1200 ₾
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; 2 ლოკაციაზე:

1) საგურამოს გუდვილის ფილიალი; პარასკევი- სამშაბათი 12:00-20:00; დასვენების დღეები ოთხშაბათი და ხუთშაბათი
2) საბურთალოს გუდვილის ფილიალი; დღეგამოშვებით 10:00- 20:00 (1 საათიანი შესვენება 15:00- 16:00)

ძირითადი მოვალეობები:

** გუდვილის ფილიალებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახლებზე განლაგება პლანოგრამის მიხედვით;
** ფოტო-რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პერიოდულად დეგუსტაციების, განსაზღვრული სტანდარტებით ჩატარება.
** მომხმარებლისთვის დეტალური, ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება;
** მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული გარემო;
** Fitpass;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრომო-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია