|
დასახელება:
უფროსი საგადასახადო აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, საბუღალტრო მომსახურება, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება.
"GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრების მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და ხარისხის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება და რისკების შეფასება დეკლარაციების წარდგენამდე;
** ფინანსური ანგარიშგებების გადამოწმება IFRS/IFRS for SME-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
** აუდიტორული პროცედურების დაგეგმვა და განხორციელება;
** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ფინანსური, საგადასახადო და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება;
** შიდა კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტორული დასკვნების და მენეჯმენტის წერილების მომზადება;
** მოქმედი საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის მონიტორინგი;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის პროცესების დანერგვა;
** კლიენტებთან მაღალი პროფესიონალური კომუნიკაციის განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, აუდიტის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მოქმედი სერტიფიკატი აუდიტის სფეროში;
** აუდიტორულ ან ბუღალტრულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) ცოდნა;
** IFRS/IFRS for SME-ს სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** აუდიტორული და ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღებისა და რისკების შეფასების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი;
** ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
დამატებითი უპირატესობა:
** ACCA/CPA/სხვა საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები;
** აუდიტორული კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო დავებისა და ფინანსური რისკების მართვის გამოცდილება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: auditcompanygac@gmail.com 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უფროსი საგადასახადო აუდიტორი.
კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|