Робота для біженців з України
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სუპერვიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სუპერვიზორი
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს კონკურსს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამის პროფესიული სუპერვიზორის პოზიციაზე.

ზოგადი ინფორმაცია

მდებარეობა: კახეთი - თელავი, ყვარელი, ახმეტა
პოზიცია: ორგანიზაციის ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის პროფესიული სუპერვიზორი
დაწყების თარიღი: 20 მაისი, 2026
დასრულების თარიღი: 31 მაისი, 2026

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.

ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.

ინფორმაცია ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შესახებ

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2022 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციაა თელავის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა "ბავშვთა უფლებათა კოდექსით" განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სამიზნე ჯგუფის ბავშვების კოგნიტიური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების და მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.
პროცესი მოიცავს დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მიწოდებას.

პროგრამა მოიცავს დაბადებიდან 3 წლამდე და საჭიროების შემთხვევაში 7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის:

** შეფასებას;
** მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში მიწოდებას;
** იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტიური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობას;
** განვითარების შეფერხების პრევენციას;
** მშობლების განათლებასა და გაძლიერებას ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

ტექნიკური დავალების მიზანი:

შეირჩეს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებისთვის პროფესიული სუპერვიზორი.

ძირითადი მოვალეობები:

სპეციალისტების სუპერვიზია და მხარდაჭერა:

** ადრეული განვითარების სპეციალისტების რეგულარული ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზიების ჩატარება;
** პროფესიული განვითარების გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მხარდაჭერა;
** სპეციალისტებისთვის კონსულტაციის გაწევა შემდეგ თემატიკებზე:
** ქცევის მართვა;
** მშობელთან, ოჯახთან მუშაობის სტრატეგიები;
** ქოუჩინგის ტექნიკები;
** თამაშზე დაფუძნებული ინტერვენცია;
** პროფესიული იდენტობა და ემოციური გაძლიერება;
** ბავშვის კვებისა და ჰიგიენის საკითხები;
** პოზიტიური მშობლობის სტრატეგიები;
** მეტყველების განვითარების ხელშეწყობა;
** და სხვა.

მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ხარისხის კონტროლი:

** სამუშაო პროცესში გამოყენებული მეთოდების, აქტივობების მონიტორინგი და შეფასება;
** სტრატეგიების დამუშავება და მათი განხორციელების ნაბიჯების გაწერა;
** საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა;
** მშობელთან მუშაობის სტრატეგიები და სწორი კომუნიკაცია.

მონიტორინგი და შეფასება, უკუკავშირი:

** ბავშვების განვითარების გეგმების ხარისხის შეფასება
** მშობელთან უკუკავშირის მიწოდება;
** ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის (როგორ შეიძლება მოახდინონ რამდენჯერმე რეპორტინგი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1) მაგისტრის ხარისხი (ან შესაბამისი კვალიფიკაცია) შემდეგ სფეროებში: (ფსიქოლოგია განათლების ფსიქოლოგია, ბავშვთა განვითარება, განათლების მეცნიერება / სპეციალური პედაგოგი, სოციალური მუშაობა (დამატებითი უპირატესობა) სხვა შესაბამისი მიმართულება;
2) ოფიციალური ლიცენზია, რომელიც ანიჭებს სუპერვიზორად მუშაობის უფლებას.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სპეციალობით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სუპერვიზიის, მენტორობის ან ტრენერობის გამოცდილება;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** პროფესიული განვითარების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** წერითი უნარ-ჩვევების ფლობა.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამის პროფესიული სუპერვიზორი.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს, ნანა ათუაშვილს, ტელეფონის: 593 17 03 19 ან ელფოსტის: nana_atuashvili@wvi.org საშუალებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

წარმატებას გისურვებთ!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე