Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723216&print=yes&view=jobs
 
სკოლის საქმის მწარმოებელი / მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებელ - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის საქმის მწარმოებელი / მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებელ
მომწოდებელი: MGLS - Metro Georgia Laboratory School
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"MGLS" (Metro Georgia Laboratory School) ფუძნდება იმ მიზნით, რომ გახდეს სანიმუშო საგანმანათლებლო ცენტრი არა მხოლოდ ბათუმში ან საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ გუნდის წევრებს ჩვენი ინოვაციური " სკოლისთვის".

"MGLS" აცხადებს ვაკანსიას მოსწავლეთა საქმეთა პასუხისმგებლის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
თვიური ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მასწავლებელთა გაფორმება და სამუშაო პროცესების ორგანიზება;
** მოსწავლეთა აკადემიური მონაცემების მართვა;
** ნიშნების, დასწრებისა და სხვა სასწავლო ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საჭირო ანგარიშებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** განათლების ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office და სხვა ადმინისტრაციული სისტემების) ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერა და კომუნიკაცია);
** თურქული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები.

რატომ "MGLS"?

"MGLS" არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი; ეს არის სასწავლო ლაბორატორია, სადაც იკრიბებიან მკვლევარი, კრიტიკულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** საერთაშორისო სკოლის პროფესიული გუნდის წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას;
** უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ტრენინგებსა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას;
** მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კულტურას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მითითებულ მისამართზე: hr@metro360.ge

განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 14.06.2026-მდე.

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია