Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723210&print=yes&view=jobs
 
ქიმიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოსი
მომწოდებელი: SGS Georgia
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"SGS" არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.

შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ქიმიკოსის (ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ბათუმის ნავთობის ტერმინალი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნავთობპროდუქტების სინჯებზე ლაბორატორიული ტესტების შესრულება კომპანიაში დანერგილი სტანდარტების და პროცედურების თანახმად;
** ლაბორატორიული ხელსაწყოების, მოწყობილობა-დანადგარების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება;
** ლაბორატორიული ხსნარების დამზადება;
** ტესტირების ხსნარების, ქიმიური ნაერთებისა და რეაქტივების მომზადება, ლაბორატორიული ტესტების ჩასატარებლად;
** ლაბორატორიული დანადგარების სტანდარტიზაცია და დაკალიბრება;
** პასუხისმგებლობა ჩატარებული ტესტირების შედეგების სისწორესა და სიზუსტეზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** სავალდებულო სასწავლო პროგრამების დროული დასრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების და მითითებების შესრულება თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** შრომის დისციპლინის, პროფესიული ეთიკის და შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა;
** პირადი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის, ნავთობქიმიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ნავთობპროდუქტების ან ქიმიური ლაბორატორიის სფეროში;
** ლაბორატორიული ხელსაწყოების მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.glonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ქიმიკოსი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია