|
დასახელება:
ქცევითი თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
ლაზიკამედი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
"ლაზიკა მედი" აცხადებს ქვევითი თერაპევტის ვაკანსიას ნეიროგანვითარების ცენტრის ოზურგეთის ფილიალში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ოზურგეთი კოსტავას ქ. N61
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში
** გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ლოკაცია, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|