Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723183&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლერი
მომწოდებელი: პრემიუმ მედსერვისი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
** ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა;
** აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება;
** შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
** ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება;
** კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები);
** ცვლილებების მონიტორინგი;
** სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** და სხვ.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კომპიუტერული უნარი.

პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: tatishvilimerabi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია