Робота для біженців з України
შიდა პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი - ლილო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ლილოს საწყობში აცხადებს ვაკანსიას შიდა პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ლილო, ჭირნახულის #4
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 750 ₾
ვაკანტური ადგილი: 2

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;
** იატაკის, თაროების, კარ-ფანჯრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ნარჩენების შეგროვება და შესაბამის ადგილზე განთავსება;
** საწმენდი ინვენტარისა და საშუალებების სწორად გამოყენება;
** ობიექტზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: hr@jibe.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 30 61 69 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00- 18:00 საათებში)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე