Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თავისუფალი ხედვის აკადემია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და მარკეტინგული კვლევების მენეჯერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

სამუშაო აღწერილობა

** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სოციალური არხების კონტენტ კალენდრის მომზადება;
** სოციალური არხების კონტენტის შექმნა (Copywriting) და განთავსება;
** სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ოფიციალური ვებ-გვერდის მართვა და სისტემატიური განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული
** სამუშაო გამოცდილება: კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება ან სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენაზე გამართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტალურობა.

2. პროფორიენტაციის მენეჯერი

სამუშაო აღწერილობა:

** პროფესიული ორიენტაციის ხასიათის შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
** სასწავლებლის პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შესახებ ინფორმირება და სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროფესიული სტუდენტების ინიციატივების ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული
** სამუშაო გამოცდილება: საგანმანათლებლო სფეროში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია იმავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტალურობა;
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.

3. სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი

სამუშაო აღწერილობა

** უხელმძღვანელოს სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების სამსახურს;
** უზრუნველყოს სხვა სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი პროფესიული სტუდენტების პირადი საქმის შესწავლა, მისი ჩარიცხვის შესაძლებლობის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
** აკადემიის ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვროს სასწავლო ჯგუფების რაოდენობა;
** მონაწილეობა მიიღოს აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
** სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოითხოვოს ინფორმაცია და ანგარიშები სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების მენეჯერებისგან, მასწავლებლებისგან ან სხვა განყოფილებებისგან.
** განახორციელოს სასწავლო პროცესის ორგანიზება და კონტროლი, როგორც გრძელვადიანი სადიპლომო პროგრამების, ასევე მოკლევადიანი გადამზადებისა და მომზადების პროგრამების ფარგლებში;
** შექმნას პროფესიულ სტუდენტზე მორგებული სასწავლო პირობები და უზრუნველყოს სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** კოორდინირება გაუწიოს სასწავლო პროცესის ორგანიზებას;
** უზრუნველყოს სასწავლო გრაფიკის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულარული მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში);
** სამუშაო გამოცდილება: განათლების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტალურობა;
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.

4. სტუდენტური სერვისების, კარიერული სერვისების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერი

სამუშაო აღწერილობა:

** აპლიკანტთა, მათ შორის, შშმ და სსსმ პირთა რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათი უფლებების გაცნობა და დაცვის უზრუნველყოფა;
** არასრულწლოვანი აპლიკანტების/პროფესიული სტუდენტების კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის წარმართვა;
** სწავლის დაწყების მომენტიდან, პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციის ხელშეწყობა სასწავლო გარემოსთან;
** პროფესიული სტუდენტისთვის დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისება, დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული
** სამუშაო გამოცდილება: საგანმანათლებლო სფეროში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია იმავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტალურობა;
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.

ტელ: 551758080

გთხოვთ თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.freeeduge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე