|
დასახელება:
ბარმენი-მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო მუხრანთუბანი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სასტუმრო "მუხრანთუბანი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენი-მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება;
** პროდუქციის და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვა;
** საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** ბარში არსებული დანადგარების მოვლა და ინვენტარიზაცია;
** ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ნაშთების, მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ბარში არსებული ზოგადი სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ბარმენად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 22:00-მდე; 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1400 ₾
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: mukhrantubanigvantsa@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|