Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=723103&print=yes&view=jobs
 
AML ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: Setanta Bet
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ინდუსტრია: გემბლინგი/სათამაშო ბიზნესი

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ფუნქცია - მოვალეობები:

** "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონთან და მასთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით AML/CFT მიზნებისთვის შესაბამისი პროცედურების/პოლიტიკების შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის ფარგლებში;
** კომპანიის საქმიანობის "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
** პოტენციური მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება, კომპანიის მიერ დადგენილი პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობა ან უარყოფა; საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა;
** მაღალი და საშუალო რისკის კლიენტების მიმართ შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარების თაობაზე რეკომენდაციების გაცემა;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის ელექტრონული სისტემის მართვასა და განახლებაზე რეკომენდაციების გაცემა.

კომპეტეციები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ფინანსური ან ეკონომიკის მიმართულებით);
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML სფეროში (სასურველია, აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზების მიმართულებით ან საბანკო-საფინანსო სექტორში);
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა;
** MS Office ცოდნა (excel);
** ანალიტიკური, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
** განსხვავებული ამოცანის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: careers@setanta.bet
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია