|
დასახელება:
შოურუმისა და შეკვეთების ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
4Hospitals
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია — "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად, კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას შოურუმისა და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
** პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან ყოველდღიური შეკვეთების მიღება ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო საშუალებით;
** მიღებული შეკვეთების სისტემაში ოპერატიულად ასახვის უზრუნველყოფა და შეკვეთის დროულად მიწოდების გაკონტროლება;
** პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქტების ასორტიმენტთან დაკავშირებით;
** პარტნიორი ორგანიზაციებისთვის კომერციული შეთავაზების ან ინვოისის მომზადება და მიწოდება;
** შეკვეთილი პროდუქტის მარაგში არქონის შემთხვევაში, ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქრონოლოგიური არქივაცია და ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
** უზრუნველყოს შოურუმის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა;
** შოურუმში არსებული მარაგების/ასორტიმენტის მუდმივი განახლება და შესაბამისი მერჩენდაიზინგი;
** შოურუმში, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული პროდუქციის პერიოდული გადათვლა და შედარება სისტემაში არსებულ ნაშთებთან;
** შოურუმის მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა.
ძირითადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება. პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არაუგვიანეს 20 ივნისისა.
გთხოვთ, "Subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|