Робота для біженців з України
დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკლარანტი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს" ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.

** განაკვეთი: სრული (09:30-18:30)
** ანაზღაურება: 1500 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.
** სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი (კლინიკა ვივამედის გვერდით)

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტისა და ექსპორტის გამარტივებული დეკლარაციების (ფორმა 4) მომზადება და წარდგენა.
** დეკლარაციების პროცედურების დეტალური ცოდნა და გამოყენება.
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და სრულყოფილად მომზადება.
** აქტიური თანამშრომლობა საბაჟოს ორგანოებთან დეკლარაციების შემოწმებისა და დამტკიცების პროცესში.
** დამატებითი მოთხოვნების და კითხვების გადაწყვეტა საბაჟოს მხრიდან.
** დეკლარაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების მიხედვით.
** საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების ზუსტი გაანგარიშება.
** საბაჟო დეკლარაციებთან დაკავშირებული მონაცემების მართვა და მათი რეგულარული განახლება.
** დეკლარაციების და დოკუმენტაციის სათანადო არქივირება.
** დეკლარაციებთან დაკავშირებული პრობლემების დროული და ეფექტური გადაჭრა.
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული რჩევების და რეკომენდაციების მიწოდება კომპანიის თანამშრომლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოგისტიკის განხრით, სასურველია საბაჟო-საგადასახადო სპეციალიზაციის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო გაფორმების მომსახურების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office, Windows, სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 7 ივნისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე