|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ევრო ბრენდი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები.)
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, ქარვასლის (ნაძალადევის რ-ნი, ცოტნე დადიანის N 7) ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
ჩვენ გთავაზობთ:
გრაფიკები და ანაზღაურება:
** 10:00 - 21:30, ანაზღაურება: 1200 ლარი
** 13:30 - 21:30, ანაზღაურება: 850 ლარი
** 15:30 - 21:30, ანაზღაურება: 600 ლარი
** დასვენება კვირაში ორი დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ ანაზრაურებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: მაღაზიის "კონსულტანტი ქარვასლის ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 45 59 90 (სამუშაო საათებში).
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|