Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: G2 დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
დეველოპერული კომპანია "G2 დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება 1300ლ + ბონუსი
** გრაფიკი: სამშაბათი-კვირა 11:30-19:30

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
** გაყიდვების სტიმულირების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goglichidzegurami@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე