Робота для біженців з України
საინფორმაციო-პრომო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო-პრომო აგენტი
მომწოდებელი: Tourinvest
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო - პრომო აგენტის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზიტორების დახვედრა საბაგიროს სალაროს მიმდებარედ ღიმილითა და კეთილგანწყობით;
** ვიზიტორების ინფორმირება საბაგიროზე მგზავრობის წესების, მარშრუტის ხანგრძლივობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ;
** ბილეთების ტიპებისა და ფასების დეტალური გაცნობა და შესაბამისი ვარიანტის შეთავაზება ვიზიტორების საჭიროებების მიხედვით;
** ზედა სადგურზე არსებული სერვისების (მუზეუმი, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები, ხედების პანორამა და სხვა) გაცნობა და რეკომენდაცია ვიზიტორთა ინტერესების მიხედვით;
** ვიზიტორების დახმარება გადაწყვეტილების მიღებაში - შესთავაზოს შესაბამისი გამოცდილება ასაკისა, ინტერესებისა და დროის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა მიცილება სალაროსთან ან სხვა შესაბამის სექციასთან;
** მარკეტინგული მასალების (ბუკლეტები, ფასები, რუკები) დარიგება და განმარტება;
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია, კითხვის შემთხვევაში ზუსტი და ნათელი პასუხების მიწოდება;
** უკუკავშირის მოპოვება ვიზიტორებისგან და კომუნიკაცია შესაბამისი დეპარტამენტისთვის საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** მეგობრული და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობისას;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ინიციატივიანობა;
** ტურიზმისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პრეზენტაბელურობა და კომპანიის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენის უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, საბაგირო გზის მიმღები სადგური
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე