Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, მუხათგვერდის ასახვევი
სამუშაო  გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09.00-17.00 საათი, შესვენება 1 საათი.

შრომითი ხელშეკრულების ტიპი: გამოსაცდელი ვადა არაუმეტეს 6 თვით.

ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში: 1500 ლარი ყველა გადასახადის გარეშე. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება გადაიხედება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეალიზაციო პროდუქციის და ასორტიმენტის საფუძვლიანი ცოდნა;
** პროდუქციის რეალიზაცია, ახალი შემსყიდველების მოძიება;
** ბაზრის კვლევა, ბაზარზე არსებული სიახლეების მონიტორინგი;
** გაყიდვების მენეჯერის ძირითად მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება კომპანიის მენეჯმენტის დავალებით.

მოთხოვნები:

** კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე analobjanidze.europack@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შესასრულებელ სამუშაოსთან თქვენი შესაბამისობის განსაზღვრის და თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე