Робота для біженців з України
საკონსულტაციო მომსახურება - წყლის მდგრადი მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონსულტაციო მომსახურება - წყლის მდგრადი მართვა
მომწოდებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა

პროექტის დასახელება: მდგრადი და ინკლუზიური სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა საქართველოში (SIIADPG)

კონტრაქტის დასახელება: წყლის მდგრადი მართვის უფროსი ექსპერტი
კონტრაქტის ნომერი: SIIADPG/IND-07

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA) საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) მიიღო ევროკავშირის მიერ დელეგირებული დაფინანსება და გეგმავს აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენებას "საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის" (SIIADPG) პროექტისთვის.

სამინისტრო გეგმავს აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენებას კონსულტანტის - "წყლის მდგრადი მართვის უფროსი ექსპერტის" მომსახურების ხელშეკრულების დასაფინანსებლად და იწვევს შესაბამის კანდიდატებს წინადადების წარმოსადგენად.

AFD-ის დაფინანსებით სარგებლობის უფლებამოსილების კრიტერიუმები განსაზღვრულია "AFD-ის მიერ უცხო ქვეყნებში დაფინანსებული კონტრაქტების შესყიდვის სახელმძღვანელოს" 1.3 ქვეპუნქტში, რომელიც ხელმისაწვდომია AFD-ის ვებგვერდზე: http://www.afd.fr.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 3 ივნისი, 15:00 საათი (თბილისის დროით).

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ სრული სატენდერო დოკუმენტაციისა და დეტალების ნახვა შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/scl/fo/swfbgr1e1pstl4959fssm/AC0vHSRtLGU_Or5VoZ4_prw?rlkey=uzl8bwkbst96i8a5czto9azax&dl=0
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე