|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Loyal Partners
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან ცივი ზარების განხორციელება;
** კომპანიის სერვისების გაცნობა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო სერვისების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით ცივი ზარების მიმართულებით — ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის გამართული ცოდნა (უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1500 ლარი + ბონუსური სისტემა;
** ტრენინგსა და სრულ მხარდაჭერას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ბენეფიტები:
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 36ა (ბაგები)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: support@loyalpartners.ge.
|
|
|
|