|
დასახელება:
.Net დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების მობილური ბანკინგის გუნდში!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: .Net დეველოპერი
ძირითადი მოვალეობები:
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება:
** ახორციელებს კოდის ოპტიმიზაციას, რეფაქტორინგს
** იყენებს შესაბამის მონაცემთა სტრუქტურებს OOP გადაწყვეტილებების მისაღებად
** სისტემის პროექტირება, არქიტექტურული პატერნები
** დამოუკიდებლად არქიტექტორებს: პატარა ან საშუალო ზომის სისტემებს
** მონაწილეობს არქიტექტურული გადაწყვეტილებების განხილვაში და დასაბუთებაში.
რელაციური მონაცემთა ბაზები:
** დამოუკიდებლად ახდენს მონაცემთა ბაზის მოდელირებას:
** ახორციელებს რთულ ოპტიმიზაციას
** ითვალისწინებს მონაცემთა მთელიანობას (Data Integrity).
** არა რელაციური მონაცემთა ბაზები და კეშირების სისტემები
** დამოუკიდებლად ქმნის: მონაცემთა სტრუქტურებს, ინდექსებს, ოპტიმალურ მოდელებს NoSQL გარემოში
** იცნობს და ითვალისწინებს: მონაცემთა ტიპების თავისებურებებს, სტრუქტურების ეფექტურ გამოყენებას
** იყენებს კეშირების სისტემებს წარმადობის გასაუმჯობესებლად.
ინტეგრაციები, სერვისები და API-ები:
** დამოუკიდებლად ქმნის ოპტიმალურ REST API‑ებს.
** იყენებს ინტეგრაციის ტიპებს: (სინქრონული, ასინქრონული)
** ითვალისწინებს: API Versioning, Statelessness, Idempotency
კოდის ორგანიზება, დიზაინ პატერნები:
** დამოუკიდებლად ახორციელებს კოდის სტრუქტურის დაგეგმვას პროექტის დონეზე.
** იყენებს დიზაინ პატერნებს პრაქტიკაში
** არჩევს პატერნებს კონტექსტის მიხედვით და იცის მათი trade‑off‑ები.
** უზრუნველყოფს კოდის გაწმენდას, გაფართოებადობას, ტესტირებადობას
Unit და Integration ტესტები:
** დამოუკიდებლად წერს Unit და Integration ტესტებს.
** პროექტში იყენებს Test Driven Development (TDD) მიდგომას საჭიროებისამებრ
** წერს Integration ტესტებს:
** უზრუნველყოფს ტესტების დაფარვას 50% ან მეტი.
ვერსიების კონტროლი, კოდის კოლაბორაცია:
** ფლობს Git‑ის მყარ ცოდნას და იყენებს მას ყოველდღიურად.
** იცნობს და იყენებს branching სტრატეგიებს
** ასრულებს code review‑ს
DevOps, CI/CD:
** დამოუკიდებლად ახდენს CI/CD pipeline‑ების კონფიგურაციას პროექტის ფარგლებში.
** აყალიბებს: build სქრიპტებს, test stage‑ებს, artifact management პროცესს
** ინტეგრაციას უკეთებს Unit და Integration ტესტებს CI პროცესში
** უზრუნველყოფს რელიზების განმეორებადობას და სტაბილურობას.
სისტემის უსაფრთხოება, უსაფრთხო დეველოპმენტი:
** ითვალისწინებს შემდეგ საფრთხეებს: Injection, Broken Authentication, Cross‑Site Scripting
** ახორციელებს უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებას API დიზაინში
** აფიქსირებს ტექნიკურ რისკებს და შესაბამის საკითხებს აცნობს უშუალო ხელმძღვანელს.
მოთხოვნები:
** ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მყარი პრაქტიკულ ცოდნა
** C#: Reflection/Attributes, Expression Trees, Span/Memory, IDisposable/Finalizer პატერნების ცოდნა
** არქიტექტურული მიდგომების ცოდნა (Clean Architecture, Onion Architecture, Feature‑based Architecture)
** SQL Stored Procedures (T‑SQL, PL/SQL და სხვა) ცოდნა
** ACID პრინციპების ცოდნა
** მონაცემთა სტრუქტურების, ინდექსებს, ოპტიმალურ მოდელების ცოდნა NoSQL გარემოში
** SOAP პროტოკოლის ცოდნა (WSDL, XSD სქემები, SOAP Envelope)
** დიზაინ პატერნების ცოდნა-Creational patterns (Factory, Builder, Dependency Injection), Structural patterns (Adapter, Facade, Decorator), Behavioral patterns (Strategy, Observer, Command)
** Test Driven Development (TDD) ცოდნა
** Branching სტრატეგიების ცოდნა (Git Flow, Trunk‑Based Development, Release Flow)
** Deployment სტრატეგიების (manual / automatic), rollback კონცეფციის ცოდნა
** OAuth 2.0, OpenID Connect ცოდნა
** უსაფრთხო დეველოპმენტის მყარი ცოდნა
** ASP.NET (Core) Identity, Token‑based ავტენტიფიკაციასთან მუშაობის გამოცდილება
** API და ინტეგრაციების ტექნიკური ცოდნა
** DevOps და CI/CD პრაქტიკების ტექნიკური ცოდნა
** OAuth 2.0, OpenID Connect, JWT ცოდნა
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით —".Net დეველოპერი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/06/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22;
geo.info@procredit-group.com
|
|
|
|