|
დასახელება:
მერჩენ პლიუსი
|
| მომწოდებელი:
კომპანია ორბიტა
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.orbita.ge
შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიებს მერჩენ პლიუსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი - კახეთი - ქუთაისი - სამეგრელო - ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
** თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
** ქსელში მარაგის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ქონა;
ხელფასი:
ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1000 ლარი + ბონუსი 800 ლარამდე.
პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე რეგიონების მიხედვით:
მერჩენ პლიუსი თბილისში - g.chkheidze@orbita.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: მერჩენ პლიუსი თბილისში);
მერჩენ პლიუსი კახეთში - L.ergemlidze@orbita.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: მერჩენ პლიუსი კახეთში);
მერჩენ პლიუსი ქუთაისში - i.kvetenadze@orbita.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: მერჩენ პლიუსი ქუთაისში);
მერჩენ პლიუსი სამეგრელოში - i.kvetenadze@orbita.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: მერჩენ პლიუსი სამეგრელოში);
მერჩენ პლიუსი ბათუმში - m.makharadze@orbita.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: მერჩენ პლიუსი ბათუმში).
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|