Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722997&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი, სილამაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი, სილამაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: ლოქსიტანი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`Occitane"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის და სილამაზის კონსულტანტის პოზიციებზე, ქ.თბილისში.

"L`Occitane en Provence" მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდი არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, საბურთალოს სითი მოლში და გალერია თბილისში.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

"მაღაზიის მენეჯერი" - ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პროცესების მართვა; შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** გუნდის წევრების ფუნქციებისა და სამუშაო გრაფიკების ეფექტურად გადანაწილება და ყოველდღიური მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობასა და საცალო გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების, ფასებისა და სალაროს კონტროლი;
** ნაშთების, მაღაზიის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა;
** აღწერების დაგეგმარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზის შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ადგილზე პროდუქციის ან/და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება;
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** ადგილზე შექმნილი კრიზისული/პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

"სილამაზის კონსულტანტი" - ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
** სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;
** მაღაზიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი
** პრეზენტაბელური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
** საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
** მზარდ ანაზღაურებას.
** სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ფოტო-სურათით გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი" ან "სილამაზის კონსულტანტი" ქ.თბილისში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია