Робота для біженців з України
სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი: ქალაქგარეთ (თბილისიდან 80 კმ-ის მოშორებით).

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური სისტემის/სამუშაოს შემუშავება, მართვა და კონტროლი, მოცემული დავალების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დაგეგმარება (მშენებლობა-მონტაჟი);
** კომერციული კუთხით მიმდინარე სამუშაოების შეფასება, კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების დამუშავება და ყველა ტექნიკური დეტალის შესაბამისობაში მოყვანა;
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა რეგულაციების შესაბამისად და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა სამშენებლო კომპანიებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან;
** მონაწილეობა დასრულებული სამუშაოს, კაპიტალური მშენებლობის პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამშენებლო უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: keso_k@yahoo.com

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე