|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კრიალა
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება ჰორეკას მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** საკუთარი ავტომობილის ქონა.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
** შეკვეთის მიღება, საწყობში და ლოჯისტიკურ ცენტრში მისი გადამისამართება და პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
** დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
** გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
** დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა 50ბ.
შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|