|
დასახელება:
სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეტექტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "Detect" სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების კომპანია, აცხადებს მიღებას სახანძრო უსაფრთხოების პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ძლიერი ლიდერული თვისებების მქონე პროფესიონალს, რომელიც სათავეში ჩაუდგება კომპლექსური საინჟინრო პროექტების მართვას - დაგეგმვიდან ჩაბარებამდე.
პოზიციის მიმოხილვა: პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (ქრობა, სიგნალიზაცია, კვამლგაწოვა) ინსტალაციისა და საინჟინრო სამუშაოების სრულ ციკლზე. თქვენი როლი მოიცავს გუნდების კოორდინაციას, ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის კონტროლს, ასევე დამკვეთებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციას.
ძირითადი მოვალეობები
** პროექტების სრული მართვა: პროექტის დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ვადების განსაზღვრა და შესრულების მუდმივი მონიტორინგი.
** ობიექტების ზედამხედველობა: სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი უშუალოდ ობიექტებზე, საინჟინრო და სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია.
** სტანდარტებთან შესაბამისობა: შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო (NFPA, EN) კოდექსებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან (მთავრობის დადგენილება N41).
** შესყიდვები და ლოგისტიკა: საპროექტო მასალებისა და მოწყობილობების (სპრინკლერები, ტუმბოები, სადენები და ა.შ.) დროული შესყიდვისა და ობიექტზე მიწოდების ორგანიზება.
** კომუნიკაცია და რეპორტინგი: დამკვეთებთან, გენერალურ კონტრაქტორებთან და არქიტექტორებთან მოლაპარაკებების წარმოება; პროექტის სტატუსის შესახებ მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება.
** ჩაბარების პროცესი: სისტემების ტესტირების, ექსპლუატაციაში მიღებისა და დამკვეთისთვის საბოლოო ჩაბარების პროცესის ხელმძღვანელობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო, სამშენებლო მენეჯმენტის ან მომიჯნავე ტექნიკურ სფეროში.
** გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წლის სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სახანძრო უსაფრთხოების, MEP ან სამშენებლო სექტორში).
** ტექნიკური ცოდნა: სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სპეციფიკის და საერთაშორისო სტანდარტების (NFPA) საბაზისო ან ღრმა ცოდნა; საინჟინრო ნახაზების (AutoCAD/Revit) კითხვის უნარი.
** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პროგრამები: MS Office (განსაკუთრებით Excel), MS Project ან სხვა პროექტების მართვის ხელსაწყოების ფლობა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: მაღალი კომპენსაცია, თქვენი სერტიფიკატებისა და დადასტურებული გამოცდილების შესაბამისად.
** პროფესიულ გარემოს უახლეს საინჟინრო ტექნოლოგიებთან წვდომით.
** მაღალი პროფილის, კომპლექსური უსაფრთხოების პროექტების ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
|
|
|
|