Робота для біженців з України
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"დეტექტი" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის თანამდებობაზე.

პოზიციის მიმოხილვა:

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და სერტიფიცირებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინჟინერს, რომელსაც აქვს კომპლექსური სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებისა და მართვის დადასტურებული გამოცდილება.

იდეალური კანდიდატი უნდა ფლობდეს ღრმა ტექნიკურ ცოდნას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების მიმართულებით და თავისუფლად მუშაობდეს თანამედროვე საინჟინრო პროგრამებში.

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემების პროექტირება: ხანძრის ქრობის სისტემების (სპრინკლერული, სახანძრო ონკანების, აირადი ქრობის) და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების პროექტირება და მოდელირება NFPA სტანდარტების სრული დაცვით.
** BIM ინტეგრაცია: დეტალური 3D მოდელების შემუშავება და მართვა Autodesk Revit (MEP) პროგრამაში, სხვა საინჟინრო დისციპლინებთან შეთანხმებული და შეუფერხებელი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
** ჰიდრავლიკური გაანგარიშება: ზუსტი ჰიდრავლიკური ანალიზის ჩატარება ინდუსტრიული სტანდარტების პროგრამების გამოყენებით (მაგ. HASS, Elite Fire, ან SprinkCAD).
** სტანდარტებთან შესაბამისობა და კოდექსების ანალიზი: ყველა პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა NFPA-ის სტანდარტებთან და ადგილობრივ სამშენებლო რეგულაციებთან (დადგენილება N41).
** პროექტის BOQ შედგენა: შემოსული პროექტის შეფასება და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბების შემდეგ მისთვის შესაბამისი აგრეგატებისა და სხვა საჭირო დეტალებისა და აქსესუარების რაოდენობების დაანგარიშება.
** ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება სამონტაჟო ფაზაში, სისტემების საბოლოო ექსპლუატაციაში მიღება და ინტეგრირებული ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში, სახანძრო უსაფრთხოების ინჟინერიაში ან მომიჯნავე ტექნიკურ სფეროში.
** პროგრამული უზრუნველყოფა: Autocad, Archicad, Autodesk Revit-ის (BIM სამუშაო პროცესის) უმაღლეს დონეზე ფლობა .
** სტანდარტები: NFPA 13, 14, 20, 25 და 72 სტანდარტების ექსპერტის დონეზე ცოდნა.
** გამოცდილება: მინიმუმ 5+ წლის დადასტურებული გამოცდილება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებაში მსხვილი სამრეწველო, კომერციული ან საცხოვრებელი პროექტებისთვის.
** ენები: ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და საერთაშორისო კოდექსებთან მუშაობისთვის).

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება და განსაკუთრებული ყურადღება ტექნიკური დეტალების მიმართ.
** ძლიერი ლიდერული თვისებები და საინჟინრო ციკლის სრული მართვის (პასუხისმგებლობის აღების) უნარი.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი დაინტერესებულ მხარეებთან (სთეიქჰოლდერებთან) ურთიერთობისთვის.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: მაღალი კომპენსაცია, თქვენი სერტიფიკატებისა და დადასტურებული გამოცდილების შესაბამისად.
** პროფესიულ გარემოს უახლეს საინჟინრო ტექნოლოგიებთან წვდომით.
** მაღალი პროფილის, კომპლექსური უსაფრთხოების პროექტების ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე