|
დასახელება:
სავაჭრო აგენტი
|
| მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს გაგრა პლუსი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე.
სამუშაო პოზიციის დასახლება: სავაჭრო აგენტი
სამუშაო ტერიტორია - თბილისი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.
მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, პროდუქციის ვადების კონტროლი და როტაცია.
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავს).
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
** თვითორგანიზებული. ენერგიული.
** შრომისმოყვარე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Zura.Kapanadze@gplus.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სავაჭრო აგენტი სათაურის ველში (Subject)
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|