|
დასახელება:
სოც. მედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სამედიცინო კომპანია შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა);
** კონტენტ-გეგმის შექმნა და შესრულება;
** სამედიცინო თემატიკის საინფორმაციო და სარეკლამო პოსტების მომზადება;
** ფოტოსა და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** მომხმარებელთა შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული რეაგირება;
** სოციალური მედიის სტატისტიკის ანალიზი და ანგარიშგების მომზადება;
** ბრენდის ცნობადობისა და ჩართულობის გაზრდაზე მუშაობა;
** მარკეტინგის გუნდთან და დიზაინერთან კოორდინირებული მუშაობა;
** მიმდინარე ტრენდებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მუშაობის გამოცდილება 5-10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
რას გთავაზობთ კომპანია:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|