|
დასახელება:
სერვისის მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
აგრო მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"აგრო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მექანიკოსს თანამდებობაზე, სხვადასხვა ბრენდის ტექნიკასთან სამუშაოდ.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 162
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკური დიაგნოსტიკა;
** დაზიანებების აღმოჩენა და შეკეთება;
** გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** ძრავის, ჰიდრავლიკური, ელექტრო და მექანიკური სისტემების შემოწმება და რემონტი;
** სათადარიგო ნაწილების სწორად გამოყენება და შეცვლა;
** სამუშაო პროცესისა და შესრულებული სერვისების დოკუმენტირება;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, საველე მომსახურების გაწევა მომხმარებლის ლოკაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია ავტო/მექანიკის მიმართულებით);
** ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის შეკეთების გამოცდილება;
** დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
** ტექნიკური სქემებისა და ინსტრუქციების წაკითხვის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** უცხო ენა - ინგლისური ან რუსული, ტექნიკური ტრენინგებისა და ინსტრუქციების გასაგებად.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილებას;
** საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკურ ტრენინგებს;
** John Deere-ის სასწავლო კურსებსა და სერტიფიცირებულ ტრენინგებში მონაწილეობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: info@agromotors.ge
|
|
|
|