|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალსა და 400-მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.
სამუშაოს აღწერილობა:
** შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
ვაკანსიის მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** უცხო ენების (რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** კეთილგანწყობილი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საფინანსო მიმართულებით ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 12 ივნისი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@leadercredit.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|