Робота для біженців з України
პარტნიორებთან კომუნიკაციების დირექტორი/მოხალისე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორებთან კომუნიკაციების დირექტორი/მოხალისე
მომწოდებელი: ერთად შევცვალოთ სამყარო
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, "ერთად შევცვალოთ სამყაროს" გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: პარტნიორებთან კომუნიკაციების დირექტორი (მოხალისე)

ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).

ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში საშუალოდ 1 საათამდე, მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიაცია
** მოლაპარაკებების წამროება
** ინიციატივების წამოწყება (მაგ: საქველმოქმედო კამპანიები, პარტნიორული შეთავაზებები)

რას ველით შენგან:

** კომუნიკაციისა და გაყიდვების გამოცდილება
** შთაგონება და მოტივაცია
** პასუხიმგებლობა და ენთუზიაზმი
** სურვილი იმუშაო მოხალისეობრივად და სიკეთისთვის

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.

რას გაძლევს მოხალისეობა:

** სოციალური გავლენა - დაეხმარები ბავშვებს
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
** ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
** პროფესიული გამოცდილება

გთხოვ რეზიუმე გამოგვიგზავნო მითითებულ ელ-ფოსტაზე info@changetheworld.ge. სათაურში კი მიუთითო ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე