Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722827&print=yes&view=jobs
 
ავეჯის ხელოსანი და კარის დურგალი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ხელოსანი და კარის დურგალი
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: ავეჯის ხელოსანი და კარის დურგალი

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ სტაბილურ და პროფესიონალურ გარემოში, სადაც გამოცდილი სპეციალისტების გვერდით შეგიძლია შენი უნარების განვითარება;
** მიიღებ ჩვენს რეალობაში საუკეთესო ანაზღაურებას;
** გექნება ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმოებისთვის;
** პროექტის თითოეულ ეტაპზე, იმუშავებ ხარისხის, კონტროლისა და უსაფრთხოების დაცვით;

დამატებითი ბენეფიტები:

** თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო დაზღვევა
** კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულ ტრანსპორტირებას თბილისიდან ნატახტარში მდებარე საწარმომდე
** საწარმოში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო: კვება, საშხაპეები და მოსასვენებელი სივრცეები

ავეჯის ხელოსანი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ავეჯის მასალის დამუშავება ტექნიკური ნახაზების მიხედვით
** დეტალების სწორად განშლა, მომზადება და აწყობა
** ავეჯის მონტაჟი ობიექტზე
** სამუშაო პროცესისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა
** ინსტრუმენტებთან და ტექნიკასთან უსაფრთხოდ მუშაობა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ავეჯის დამზადებასა და მონტაჟში აუცილებელია
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი აუცილებელია
** ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ინსტრუმენტებთან და მოწყობილობებთან პრაქტიკული ცოდნა

პირობები:

** ანაზღაურება: 3500-5000 ₾ თვეში
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00
** მისამართი: ნატახტარი

კარის დურგალი

მოთხოვნები:

** გამოცდილება ხერხთან და პრესთან მუშაობაში აუცილებელია
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება

პირობები:

** ანაზღაურება: 2500-4500 ₾ თვეში
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 09:30-19:00
** მისამართი: ნატახტარი

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge, სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: ავეჯის ხელოსანი ან კარის დურგალი.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 90 44 90

ვაკანსიაზე გამოგვეხმაურეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ გამოცდილი და კვალიფიციური კარის ამწყობი/დურგალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია