Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722821&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1500
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00. შაბათი: 09:00-14:00
ლოკაცია თბილისი: სვანეთის უბანი-ნორიოს აღმართი, ისანი-წულაძის ქუჩა, საბურთალო-ბურძგლას ქუჩა, ვარკეთილის მეურნეობა-გუდამაყრის ქუჩა, წინუბანი-მშვიდობის ქუჩა (ლილო), ვარკეთილის მეურნეობა, რუსთაველის მე-2-ე შესახვევი.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: human.resource.m.a.m@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია