|
დასახელება:
უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მარშე
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი/Junior IT Support
მისამართი: თ. ერისთავის #5
სამუშაო დრო: 10:00-18:00; (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკური უზრუნველყოფა (Hardware): კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, აწყობა, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა და ფიზიკური შეკეთება.
** პროგრამული უზრუნველყოფა (Software): ოპერაციული სისტემების (Windows) და სტანდარტული/საჭირო პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა.
** ქსელი და სისტემები: კომპიუტერების ლოკალურ ქსელში ჩართვა, ქსელური პარამეტრების გაწერა და სამუშაო სადგურების დომენში (Domain) დამატება.
** პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერების, სკანერების და სხვა ტექნიკის ინსტალაცია, შეერთება და გამართვა.
** მომხმარებელთა მხარდაჭერა: თანამშრომლებისთვის ყოველდღიური, პირველადი IT დახმარების გაწევა წამოჭრილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (IT მხარდაჭერა / Helpdesk) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა.
** Windows ოპერაციულ სისტემებთან და სტანდარტულ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ინსტალაცია, ტრაბლშუტინგი).
** ქსელის საბაზისო პრინციპების ცოდნა.
** პერიფერიულ მოწყობილობებთან (პრინტერი, სკანერი) მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება კვალიფიკაციების მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე (ან ლინკდინის URL ლინკი) შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი/Junior IT Support".
|
|
|
|