|
დასახელება:
საწყობის უფროსი
|
| მომწოდებელი:
შპს გემრიელი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.
ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის გამართულ, ეფექტურ და სტანდარტებთან შესაბამის მუშაობას.
დასაქმების ადგილი: რუსთავი, სამგორის #1
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა.
** პროდუქციის მიღება-გაცემა, გადაადგილებისა და შენახვის კონტროლი.
** ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი.
** თანამშრომელთა სამუშაო პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა.
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია წარმოების მიმართულებით გამოცდილება
** საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@gemrieli.com.ge და სათაურში მიუთითეთ: "საწყობის უფროსი".
|
|
|
|