Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: პურატოს საქართველო
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანიის შესახებ:

შპს "პურატოს საქართველო" არის საერთაშორისო კომპანია პურატოს ჯგუფის საქართულოს წარმომადგენლობა, რომელიც საკონდიტრო, საცხობი და შოკოლადის ინგრედიენტებსა და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს სფეროში არსებულ კომპანიებს.

კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციებსა და პარტნიორობის განვითარებაზე, თანამშრომლობს პროფესიონალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს.

მისია:

კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, შეკითხვებზე, მოთხოვნებსა და პრობლემებზე დროული და ეფექტური რეაგირების გზით. მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების პოლიტიკის შესაბამისად. მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, მომხმარებლის კმაყოფილებისა და ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად.

ძირითადი ამოცანები:

** კლიენტთა ბაზის მართვა და გაყიდვების წარმომადგენლების მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში.
** კლიენტებთან პროფესიული კომუნიკაცია (ტელეფონი, ელფოსტა, სოციალური არხები) და მათი მოთხოვნების დროული დამუშავება.
** შეკვეთების, ინვოისებისა და კომერციული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინაცია შიდა გუნდებთან.
** შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი, ლოგისტიკასთან თანამშრომლობა და კლიენტების ინფორმირება.
** კლიენტთა ურთიერთობების განვითარება, საჩივრების ეფექტური მართვა და კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის განახლება და საოფისე/Innovation Center აქტივობების მხარდაჭერა.
** შიდა პროცესებისა და საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრატეგიული აზროვნების უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, მასტერკლასები)
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, რაც მოიცავს ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალებში
** დაზღვევა

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. დოლიძის ქ.42

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kmerabishvili@puratos.com. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე