Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: პურატოს საქართველო
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "პურატოს საქართველო" არის საერთაშორისო კომპანია პურატოს ჯგუფის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც საკონდიტრო, საცხობი და შოკოლადის ინგრედიენტებსა და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს სფეროში არსებულ კომპანიებს.

კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციებსა და პარტნიორობის განვითარებაზე, თანამშრომლობს პროფესიონალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს.

მისია:

მინიჭებულ სეგმენტსა და ტერიტორიაზე გაყიდვების შენარჩუნება და განვითარება, კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად. ახალი პროდუქტებისა და კონცეფციების წარდგენა არსებული და ახალი კლიენტებისთვის, ბიზნესის განვითარების მიზნით.

ძირითადი ამოცანები:

** კლიენტთა ბაზის მართვა, განვითარება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შიდა გუნდებთან კოორდინაცია.
** ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** კლიენტებთან ურთიერთობების გაძლიერება და პროდუქტების პრეზენტაცია.
** ვიზიტების დაგეგმვა, შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
** დავალიანებების კონტროლი და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრატეგიული აზროვნების უნარი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, მასტერკლასები);
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, რაც მოიცავს ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალებში
** ავტომანქანა და საწვავი სამსახურებრივი საქმისთვის
** დაზღვევა

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. დოლიძის ქ.42

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kmerabishvili@puratos.com ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე