Робота для біженців з України
ჯუნიორ განათლების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ განათლების კონსულტანტი
მომწოდებელი: MT International Education
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია "MT International Education" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ განათლების კონსულტანტის პოზიციაზე. MT International Education არის ICEF აკრედიტირებული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს 400- ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან და სკოლებთან. კომპანია ეხმარება მოსწავლეებს და მოქმედ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ⁠ ⁠პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მოგროვება და კლიენტთა მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი უნივერსიტეტების მოძიება.
** ⁠ ⁠უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისათვის საჭირო სააპლიკაციო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.
** ⁠ ⁠აპლიკანტის საჭიროებების მიხედვით, შესაბამისი საგრანტო პროგრამების მოძიება და საგრანტო სააპლიკაციო პროცესის წარმართვა.
** ⁠ ⁠საგრანტო და სააპლიკაციო პროცესის წარმართვისათვის საჭირო სხვა აუცილებელი პროცესების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იურიდიულ, ბიზნეს ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა რელევანტურ დისციპლინაში);

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
** გერმანული ენის ცოდნა B1+ ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Excel-ის ცოდნას)
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;

შერჩევის პროცესი:

1.⁠ ⁠რეზიუმეების გადარჩევა
2.⁠ ⁠გასაუბრება
3.⁠ ⁠ტექნიკური დავალება

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე (Harvard Style - ში), მეილზე: info@mtiedu.ge.

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია - ჯუნიორ განათლების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე