|
დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BM Capital
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.
მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
ამჟამად ერთ-ერთი ტაქსოპარკისთვის ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც შეუძლია გუნდის მართვა, მძღოლების მოზიდვა და მათთან სწორი კომუნიკაცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განრიგი: 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 2000 ლარი (ნეტ) + ბონუსები ბიზნესის ზრდიდან
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების და მხარდაჭერის გუნდის მართვა;
** თანამშრომლების შერჩევა, აყვანა და კონტროლი;
** KPI-ების და შედეგების მონიტორინგი;
** ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება;
** ახალი იდეების და პროცესების ინიცირება;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** ახალი მძღოლების მოსაზიდად სარეკლამო ვიდეოების/კონტენტის შექმნა;
** მძღოლების მოზიდვის და შენარჩუნების პროცესის გაუმჯობესება;
** გუნდის მოტივაციის და დისციპლინის შენარჩუნება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვებში უშუალო გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** ლიდერული ხასიათი
** ციფრების ანალიზი
** კრეატიულობა
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას
** ბონუსებს ბიზნესის ზრდიდან
** ზრდის და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** სწრაფად მზარდ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას
** ძლიერ გუნდთან მუშაობას
თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე (ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "ბიზნესის განვითარების მენეჯერი": hr@bmcapital.ge.
CV-ში აუცილებლად უნდა იყოს თანდართული ფოტო (ფოტოს გარეშე არ განიხილება).
|
|
|
|