Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722729&print=yes&view=jobs
 
ფსიქოლოგი კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი კონსულტანტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ან კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმართულებით სუპერვიზორთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვისა და მეტყველების უნარი;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.

პოზიციისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოთხოვნები:

** ადამიანის ქცევის, უნარების, პიროვნების, სწავლისა და მოტივაციის, შეფასების მეთოდების, ემოციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
** ფსიქიკური დისფუნქციის დიაგნოზის, ინტერვენციისა და რეაბილიტაციის პრინციპების, მეთოდებისა და პროცედურების ცოდნა;
** ჯგუფის ქცევისა და დინამიკის ცოდნა;
** რომელიმე თერაპიული მიმართულების კონსულტაციის პრინციპების ცოდნა;
** ფსიქოლოგიური მომსახურების ეთიკის ცოდნა.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** ემპათიის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** კრეატიულობა / შემოქმედებითობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სიტუაციის შესაბამისად გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** ფაკულტეტის დებულებას;
** თსუ-ის წესდებას.

ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობების) შესრულება:

** თსუ-ის სტუდენტთა ინდივიდუალური კონსულტაცია და საჭიროებიდან გამომდინარე ჯგუფური სესიების ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში;
** თსუ-ის სტუდენტების დახმარება პრობლემებთან გამკლავების უნარების განვითარებაში;
** მხარდაჭერა ემოციების გამოხატვაში და დახმარება საკუთარი თავისა და ურთიერთობების უკეთ გაგებაში;
** სტუდენტი კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ინტერვიუს, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩანაწერებისა და ანგარიშის წარმოება;
** კლიენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
** კონსულტირების გეგმის შედგენა კლინიკური შეფასების საფუძველზე;
** პროგრესის შეფასება კონსულტირების გეგმის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირების გეგმასთან დაკავშირებით სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან და მისთვის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის Facebook გვერდისთვის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ინფორმაციის მომზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, სტუდენტების მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით მათთვის ტრენინგის ჩატარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა — "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.

აპლიკანტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტმა უნდა გადმოგზავნოს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge

სათაურის ველში უნდა მიეთითოს — "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია