|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ევერესტი 2010
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ევერესტი 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების კვების პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას.
კომპანია "ევერესტი 2010" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში (დეკრეტული შვებულების შემცვლელი, 6-დან 12 თვემდე ვადით).
მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება, დამუშავება, შედარება და შემოწმება
** რეალიზაციისა და დაბრუნებების ზედნადებების ატვირთვა ბორტების შესაბამისად
** დისტრიბუციის ქსელში გასვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** დღის განმავლობაში ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება
** საწყობის ნაშთების რეპორტის მომზადება
** ყოველდღიურად RS-სა და პროგრამას შორის რეალიზაციისა და დაბრუნებების შედარება და ინფორმაციის ფინანსურ სამსახურთან გადაცემა
** ნარჩენების გადაყრისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ატვირთვა
** ახალი პროდუქციის პროგრამაში შეტანა
** ქსელებთან ფასთა სხვაობების კონტროლი / უარყოფილ ფაქტურებზე რეაგირება
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ევერესტი 2010" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ევერესტი 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ევერესტი 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისი კანდიდატის, შეფასების, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|