Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722683&print=yes&view=jobs
 
სტუმრის მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრის მიმღები
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის ჯგუფის მართვაში შედის 5 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი: "ოტიუმი", "მეტეხის ჩრდილში", "პურის სახლი", "მასპინძელო", "მასპინძელო ექსპრესი".

"m|group"-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტია ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.mgroup.ge

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" აცხადებს ვაკანსიას სტუმრის მიმღების პოზიციაზე რესტორან "მეტეხის ჩრდილში".

სამუშაო საათები: 18:00-00:00 (ტრანსპორტირებას ღამის საათებში უზრუნველყოფს კომპანია)
გრაფიკი: 5/2
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა, მეგობრული შეხვედრა და მაგიდასთან მიცილება
** საჭიროების შემთხვევაში მაგიდისთვის მენიუს მიტანა
** ჯავშნების კონტროლი
** სტუმრის გაცილება
** სტუმრის მხრიდან მიღებული ყველა შენიშვნის გადაცემა მენეჯერისათვის

ძირითადი მოთხოვნები: უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფი რეაგირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს
** სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
** კარიერულ ზრდას
** მზარდ შრომით ანაზღაურებას
** "ფიტპასისა" და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სტუმრის მიმღები".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია