|
დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Auto Home
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
კომპანიის შესახებ:
"Auto Home" წარმოადგენს ავტომობილების გაყიდვების პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის შერჩევას, ლიზინგს და შეძენის სრულ პროცესს ერთ სივრცეში. კომპანია აქტიურად იყენებს ციფრულ მარკეტინგს, ვიდეო კონტენტს და გაყიდვებზე ორიენტირებულ სტრატეგიებს
ვაკანსია: მარკეტინგის სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N145
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი + KPI ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads)
** ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი
** გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა)
** კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი
** აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება
** ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება
** კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება
** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული გამოცდილება
** სასურველია Google Ads-ის ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა
** Excel / Google Sheets-ის ცოდნა
** ავტომობილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ბონუს სისტემას შედეგების მიხედვით
** პროფესიულ და მზარდ გარემოს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: jobsautohome@gmail.com, Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|