Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Andersen Georgia
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"ანდერსენ ჯორჯია", გლობალური ბრენდი საერთაშორისო გამოცდილებით, (https://global.andersen.com/; https://andersen.ge/) აცხადებს უმცროსი ბუღალტრის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
** განათლება - ბაკალავრი;
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა - კარგად;
** რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე;
** Excel-ის ცოდნა - საშუალო დონეზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთის უზრუნველყოფა;
** ხელფასების/ბონუსების დარიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების მომზადება შემდგომი ავტორიზაციისთვის;
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** კაპიტალისა და სესხის ანგარიშების სწორი აღრიცხვა და კონტროლი;
** სალაროს გონივრული ნაშთის კონტროლი და საჭიროებისას მომხმარებლის ინფორმირება;
** კლიენტ კომპანიებზე ბუღალტრული სერვისის წარმატებით წარმართვა; რაიმე პრობლემის ან რისკის დანახვის/აღმოჩენის შემთხვევაში, მენეჯერთან საკითხის დასმა და მასთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: inga.bedia@ge.andersen.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე